00:01 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 14:31:06, 991 ნახვა

ომი უკრაინაში
იუსოვი - დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში დესანტი გადავსხით

დროებით ოკუპირებულ ყირიმში სპეცოპერაციის ფარგლებში უკრაინის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ქვედანაყოფები გადავსხით, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენლმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

როგორც იუსოვი აღნიშნავს, სპეცოპერაცია თარხანკუტის კონცხის ტერიტორიაზე, მაიაკის და ოლენევკას დასახლებებში ჩატარდა. 

''სპეციალური ოპერაციის ფარგლებში ნახევარკუნძულის ტერტორიაზე დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა საზღვაო ძალებთან თანამშრომლობით სპეცოპერაცია ჩაატარა. მიზნები მიღწეულია, პერსონალს შორის მსხვერპლი არ ყოფილა. სპეცოპერაცია გრძელდება, ჩვენ არ ვამხელთ ყველა დეტალს, მოწინააღმდეგის მხარეს არის დანაკარგებიც, როგორც პერსონალის ასევე იარაღის მხრივაც. დანაკარგების შესახებ ზუსტი ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება", - განაცხადა იუსოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics