00:02 - 29 Jun, 2026
|
2023-08-24 12:53:26, 1154 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა ახვლედიანი დაიღუპა
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ნიკა ახვლედიანი დაიღუპა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოში უკრაინის საელჩო ავრცელებს. ნიკა ახვლედიანი მტრის შეტევას ბახმუტთან ემსხვერპლა. ის უკრაინულ დანაყოფთან ერთად ერთ-ერთი სოფლის მისადგომებს იცავდა, როცა ოკუპანტების მიერ ნასროლი ჭურვი დაეცა. "ნიკოლოზ ახვლედიანი დაიღუპა უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის დაცვისას. მარადიული ხსოვნა!",- წერს საელჩო. ცნობისთვის, ნიკა ახვლედიანი 49-ე ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინაში რუსეთის ომს შეეწირა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)