|
2023-08-23 19:36:01, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
მიშელი - უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს
უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა "ყირიმის პლატფორმის" საერთაშორისო სამიტზე განაცხადა. მისივე თქმით, უკრაინა, როგორც საკუთარი სამშობლოსთვის, ასევე ევროპული ფასეულობებისთვის იბრძვის, აქედან გამომდინარე ევროკავშირი უკრაინას იქამდე გაუწევს მხარდაჭერას, სანამ ამის საჭიროება იქნება. "ყოველთვის ვამბობდი და ახლაც ვიმეორებ: უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს. ეს ეხება ყირიმსაც. უკრაინა იბრძვის თავისუფლებისთვის და საკუთარი სამშობლოსთვის. გარდა ამისა, ჩვენ ევროკავშირში ვიცით, რომ უკრაინა ასევე იბრძვის ჩვენი საერთო ფასეულობებისთვის. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვუწესებთ რუსეთს სანქციებს და ვეხმარებით უკრაინას ფინანსურად. ეს დახმარება მომავალშიც გაგრძელდება. ევროკავშირი უკრაინის გვერდით იდგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება", - განაცხადა შარლ მიშელმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)