02:42 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 17:47:42, 977 ნახვა

მსოფლიო
ზელენსკი - რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, როგორც ეს სხვა მიტაცებული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა

რუსეთს შეუძლია, დახუჭოს თვალი ყირიმის დაკარგვაზე, ისე, როგორც ეს სხვა მიტაცებული უკრაინული ტერიტორიების შემთხვევაში გააკეთა,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ყირიმის პლატფორმის“ სამიტზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა.

"უკრაინამ აჩვენა, რომ ჩვენი მიწების გათავისუფლება სამხედრო ოპერაციების ფარგლებში არ არის შემთხვევითობა. ეს დამსახურებულია, ეს არის ჩვენი ხალხის გმირობა და პარტნიორების სამხედრო მხარდაჭერა. უკრაინული ძალები წინ მიიწევენ, ყველაფრის მიუხედავად. რასაც არ უნდა საუბრობდნენ, ჩვენ წინ მივდივართ. როდესაც რუსეთი მიტაცებული ტერიტორიებიდან უკან იხევს, მაშინ უბრალოდ ხუჭავს თვალს ამაზე, ხუჭავს თვალს სისუსტეზე. ასევე რუსულ საზოგადოებას შეუძლია, თვალი დახუჭოს ოკუპანტების ყირიმიდან გასვლაზე",- განაცხადა ზელენსკიმ.

მისივე თქმით, უკრაინა რუსეთთან ტერიტორიებით ვაჭრობას არ აპირებს და ყირიმის დეოკუპაცია გარდაუვალია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„როსსტატის“ მონაცემებით, ბენზინის ფასების ყოველკვირეული ზრდა ბოლო 20 წლის განმავლობაში ყველაზე დიდია
ზელენსკი: ბელარუსის საზღვარზე აპარატურამ, რომელიც რუსულ დრონებს აკორექტირებდა, მუშაობა შეწყვიტა
დროა: პენიტენციურმა პირობა დაარღვია და ხოშტარიასთან მისი მკურნალი ექიმი არ შეუშვა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ საქართველოზე კრიტიკული რეზოლუცია მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics