21:15 - 21 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-23 11:48:51, 1050 ნახვა

რეგიონი
ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის მოლაშქრეთა კლუბ „ბედნიერი ბილიკები“-ის ფარგლებში მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოაწყო.

ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა ახალგაზრდებისთვის მოლაშქრეთა კლუბ „ბედნიერი ბილიკები“-ის ფარგლებში მთა ნაკონაღვარზე ლაშქრობა მოაწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, მუნიციპალიტეტის მერი როლანდ ბერიძე მოლაშქრეებს შეხვდა. ისაუბრეს გამოწვევებისა და საჭიროებების შესახებ, მოისმინა მათი წინადადებები და მხარდაჭერა გამოუცხადა.

„მივესალმები თქვენს ინოვაციურ იდეებს, მუნიციპალიტეტისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია ახალგაზრდების განვითარების ხელშეწყობა და გაძლიერება, წარმატებული და ღირსეული ახალგაზრდა ჩვენი ქვეყნის მომავალია",- აღნიშნა როლანდ ბერიძემ.

მოლაშქრეთა კლუბ "ბედნიერი ბილიკები"-ის თავგადასავლებით აღსავსე მოგზაურობა კვლავ გაგრძელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეეძლება მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან.

მონაწილეობის მისაღებად უნდა გაიაროთ რეგისტრაცია. დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ facebook გვერდს: Keda Tourism Development Center LLC.

მერი, ასევე შეხვდა მთა ნაკონაღვარის მოიალაღეებს, მოისმინა მათი საჭიროებები. მოსახლეობას გადაეცა სასმელი წყლის მილები, რაც აღმოფხვრის მთაში წყლის პრობლემას, ასევე უახლოეს პერიოდში იგეგმება საავტომობილო გზის მოწესრიგება“,- აღნიშნულია ქედის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ყირიმში, ნავთობბაზისა და ბორნის დაბომბვის შემდეგ, მათ შეწყვიტეს საწვავის გაყიდვა და დახურეს ქერჩის გადასასვლელი
აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმი - თბილისიდან მშვიდობა მხოლოდ ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაა
ალბანეთში ათიათასობით ადამიანმა კუშნერ-ივანკა ტრამპთან დაკავშირებული კურორტის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა
მოვითხოვთ, 4 ოქტომბრის საქმის საფუძვლიან და ობიექტურ გადახედვას - მეცნიერებათა აკადემია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics