|
2023-08-22 10:30:01, 593 ნახვა
საზოგადოება
პროექტს „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს
პროექტს „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) სოფლის განვითარების სააგენტო განახორციელებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, პროექტის განხორციელების ახალი ფაზის დაწყებასთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე თენგიზ ნასარიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე, გაეროს განვითარების პროგრამის “პროფესიული განათლებისა და ექსტენციის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში’’ მენეჯერი ელენე ცხაკაია და სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისის პროექტის კოორდინატორი თეიმურაზ ხომერიკი ესწრებოდნენ. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ (VET) ორი ფაზა უკვე განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის მიერ, რომლის ფარგლებშიც, ჩვენმა ექსტენციის სამსახურებმა მნიშვნელოვანი ტექნიკური მხარდაჭერა მიიღეს. მესამე ფაზის განმახორციელებელი უშუალოდ სოფლის განვითარების სააგენტო იქნება. ეს არის საკმაოდ კომპლექსური პროექტი, რომელიც მოიცავს როგორც ექსტენციის თანამშრომლების გადამზადებას, ასევე ფერმერებისთვის საუკეთესო თანამედროვე პრაქტიკის მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას და იმ თანამედროვე მიდგომების პოპულარიზაციას, რომელიც უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მაღალპროდუქტიულობასა და ხარისხის გაუმჯობესებას“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ თენგიზ ნასარიძემ. „პროექტის „პროფესიული განათლების სისტემის მოდერნიზება საქართველოს სოფლის მეურნეობაში“ მიზანია სასოფლო-სამეურნეო საექსტენციო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რაც გულისხმობს ინოვაციური და კლიმატგონივრული ტექნოლოგიების შესახებ ინფორმაციზე ხელმისაწვდომის ზრდას და ციფრული ექსტენციის სერვისების დანერგვას. კონფერენციის ფარგლებში, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სოფლის განვითარების სააგენტოს შორის მემორანდუმი გაფორმდა. უწყებებს შორის თანამშრომლობა ითვალისწინებს სოფლის განვითარების სააგენტოს შესაბამისი სამსახურების გამოცდილების გაზიარებას აჭარის რესპუბლიკაში მცხოვრები ფერმერებისათვის საექსტენციო მომსახურების გაძლიერების მიზნით. მემორანდუმს ხელი სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემ მოაწერეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)