|
2023-08-17 17:24:59, 712 ნახვა
საზოგადოება
გზების დეპარტამენტი - ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ზესტაფონთან გვირაბების გაყვანა ყველა დადგენილი პარამეტრის დაცვით მიმდინარეობს. როგორც გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სამუშაოების პირველივე დღიდან, წარმოებს ვიბრაციის მუდმივი მონიტორინგი. "გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედიასაშუალებით გასულ სიუჟეტს, სოფელ ფუთის მოსახლეობის პროტესტთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ თემაზე არაერთხელ გაკეთდა განმარტებები, სიუჟეტებში არ ასახულა საავტომობილო გზების დეპარტამენტის პოზიცია. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის ფარგლებში, გვირაბი #3-ზე სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე, პროექტის განხორციელების პროცესში საცხოვრებელი სახლების ტექნიკურ მდგომარეობაზე დაკვირვების მიზნით, ჩატარდა გვირაბის 250-მეტრიან დერეფანში არსებული ყველა შენობის წინასწარი კვლევა (სოფელ ფუთში). თაბაშირებით მოინიშნა ყველა ნაგებობის იმ დროისთვის არსებული ბზარები. გვირაბის გაყვანა მიმდინარეობს სსიპ „სამშენებლო და ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული ნებართვის საფუძველზე, ახალი ავსტრიული, ე.წ. NATM მეთოდით, როგორც მცირე მუხტის აფეთქებების, ისე ექსკავაციის და სხვა მეთოდების გამოყენებით. სამუშაოების პირველივე დღიდან, წარმოებს ვიბრაციის მუდმივი მონიტორინგი. ვინაიდან, ვიბრაციის მონიტორინგის შედეგების მიუხედავად, მოსახლეობა წუხდა ვიბრაციის მაჩვენებლების გადაჭარბებაზე, სამუშაოებით გამოწვეული ვიბრაციის გადამოწმება, საავტომობილო გზების დეპარტამენტმა დაუკვეთა უახლესი აპარატურით აღჭურვილ, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელ ცენტრს. 2022 წლის 12 აპრილს, ხიდსაცდელმა ცენტრმა, საავტომობილო გზების დეპარტამენტის, საერთაშორისო საზედამხედველო კომპანიის წარმომადგენლებისა და ფუთის მოსახლეობის თანდასწრებით, ვიბრაციის კვლევა ჩაატარა გვირაბთან ყველაზე ახლოს მდებარე სახლებზე. კვლევის შედეგად, ვიბრაციის მაჩვენებელი იყო მინიმალური და გადაჭარბება არ დაფიქსირებულა. 2022 წლის 8 და 9 აგვისტოს, ვიბრაციის დამატებითი კვლევა, ასევე, ჩატარდა ფუთის ერთ-ერთი მაცხოვრებლის სახლზე. ვიბრაციის გადაჭარბება არც ამ შემთხვევაში დაფიქსირდა. ამასთან, 2022 წლის ოქტომბერში, სოფელ ფუთში, ჩიტორელიძეების უბნის მაცხოვრებლების თხოვნით, შემოწმდა საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობაც. სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს კვლევის თანახმად, არცერთ საცხოვრებელ სახლზე არ დადგინდა მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ზეგავლენა. გვირაბი N3-თან მდებარე უახლოეს, გვირაბიდან 63 მეტრში მდებარე სახლზე, ვიბრაციის კვლევა, 2023 წლის 27 აპრილსაც ჩატარდა. ვიბრაციის მაჩვენებელი ამ შემთხვევაშიც იყო მინიმალური. საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით, ტექნიკური უნივერსიტეტის ხიდსაცდელმა ცენტრმა ვიბრაციის კვლევა ჩაატარა 2023 წლის 12, 19, 24, 31 მაისსა და 01 ივნისსაც. შედეგების მიხედვით, ვიბრაციის მაჩვენებელი კვლავ ნორმაში იყო. საავტომობილო გზების დეპარტამენტი აგრძელებს მუდმივ მონიტორინგს, ხოლო #3 გვირაბის მშენებლობის დასრულების შემდეგ, განმეორებით მიმართავს სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს, სოფელ ფუთის საცხოვრებელი სახლების ტექნიკური მდგომარეობის შესწავლის და მათზე მიმდინარე სამუშაოების ზეგავლენის დადგენის მიზნით. ამჟამად, გვირაბში მიმდინარე სამუშაოები გაცდენილია დასახლებულ ტერიტორიას და მიმდინარეობს დასახლებული პუნქტიდან მოშორებით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ მედიასაშუალებებს, საზოგადოებას მიაწოდონ ობიექტური, გადამოწმებული ინფორმაცია. სხვა შემთხვევაში, გვექნება საფუძველი ვივარაუდოთ, რომ მათი მიზანი არა გადამოწმებული ინფორმაციის გავრცელება, არამედ, კონკრეტული პოლიტიკური ორგანიზაციების ინტერესების გატარებაა, რაც მხოლოდ მოსახლეობის დაშინებას და რიკოთის პროექტის დისკრედიტაციას ემსახურება",- ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.
მედვედევი: NATO-მ ტარანად გამოიყენა საქართველო, უკრაინა, იგივე ხდება მოლდოვაში, სომხეთში
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)