14:30 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-17 12:20:18, 690 ნახვა

საზოგადოება
შსს - აპრილ-ივნისში საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთიდან გადმოკვეთეს

მიმდინარე წლის მე-2 კვარტლის (აპრილი-ივნისი) მონაცემების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის 4 918 036 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 30%-ის შემთხვევაში საზღვარი საქართველოს, ხოლო 70%-ის შემთხვევაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა გადაკვეთეს. აღნიშნულ სტატისტიკას შინაგან საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.

უწყების ვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ რუსეთის ფედერაციიდან გადმოიკვეთა. რუსეთიდან ქვეყანაში შემოსვლა 443 624-ჯერ დაფიქსირდა, გასვლა კი 427 443-ჯერ. შემომსვლელთა რაოდენობის მიხედვით, მეორე ადგილზეა თურქეთი, შემდეგი ხუთეული კი ასე გამოიყურება: სომხეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისრაელი, აზერბაიჯანი, უკრაინა.

შსს-ს ცნობით, აპრილ-ივნისში, საქართველოში შემოვიდა 1 754 992 უცხო ქვეყნის მოქალაქე, ხოლო გავიდა 1 683 567.

ამავე სტატისტიკის თანახმად, საქართველოს საზღვარი ყველაზე მეტჯერ სარფის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან გადაიკვეთა - სულ 811 031 შემთხვევა ფიქსირდება. მეორე ადგილზეა თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც 445 616 შემთხვევაა აღრიცხული.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე: ფოთში საფუძველს ვუყრით ახალი ნავმისადგომის მშენებლობას, უმნიშვნელოვანესია
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics