|
2023-08-15 12:56:44, 710 ნახვა
საზოგადოება
„უნდა შემცირდეს მოცულობა“ - მერია აღმაშენებლის გამზირზე კაფა-ბარების მფლობელებს ვადას 24 აგვისტოს ჩათვლით აძლევს
თბილისის მერია მიმართავს აღმაშენებლის გამზირზე განთავსებული კაფა-ბარების მფლობელებს, 24 აგვისტოს ჩათვლით მოაწესრიგონ დოკუმენტაცია, რათა ღია სივრცის გარკვეული ნაწილის ათვისებაზე ნებართვა მიიღონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაკავებული ტერიტორია სრულად გაათავისუფლონ. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კიდევ ერთხელ ისაუბრა. „რამდენიმე მთავრობის სხდომის წინ ვისაუბრე აღმაშენებლის გამზირზე განთავსებულ კაფე-ბარებზე, სადაც ფეხით გავლა შეუძლებელია, გარეთ გამოტანილი აქვთ მაგიდები, სკამები. ჩვენ ამას არ ვზღუდავთ, პირიქით. როგორც იცით, პანდემიის პირობებში როგორი მხარდაჭერა და თანადგომა ჰქონდათ მერიის მხრიდან, მაგრამ ასე გაგრძელება, როგორც დღეს აქვთ გაკეთებული, შეუძლებელი და კატეგორიულად მიუღებელია. ვიძლევით გონივრულ ვადას, რომ მოგეცეთ შესაძლებლობა, მოაწესრიგოთ ეს ყველაფერი. ორივე მხარეს უნდა შემცირდეს ღია კაფეების მოცულობა, რათა ადამიანებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდეთ და გადაადგილება პრობლემას არ წარმოადგენდეს არც ქვეითებისთვის, არც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის, არც სახანძროსთვის და ასე შემდეგ“, - განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლებს მოუწოდა, ვადის გასვლის შემდეგ, კანონის ფარგლებში იმოქმედონ. „ჩემი ინფორმაციით, ძალიან ცოტა ადამიანმა მოგვმართა, რათა მოეწესრიგებინა თავისი სივრცე, კაფე-ბარების არეალი, რაც ძალიან ცუდია. თუ ვინმე ფიქრობს, რომ ყველაფერი ისე დარჩება, როგორც დღეს არის, ტყუილია. ჩვენთვის, როგორც თქვენ და თქვენთან დასაქმებული ადამიანები არიან მნიშვნელოვანი, ასეთივე მნიშვნელოვანია იქ მცხოვრები ოჯახები, ასევე ადამიანები, რომლებიც გადაადგილდებიან აღნიშნული ქუჩის მონაკვეთზე. ვიზუალურადაც ძალიან მძიმე სანახავია, როგორ არის ეს ყველაფერი გაკეთებული. ჩვენი არქიტექტურის სამსახური მზადაა თანამშრომლობისთვის. გონივრული ვადა დასასრულს უახლოვდება. გავალებთ მუნიციპალურ ინსპექციას, 24 აგვისტოს ჩათვლით, თუ არ იქნება შემოსული შესაბამისი წინადადებები, არქიტექტურულ ნაწილში, თუ როგორ უნდა მოხდეს ამ ყველაფრის რეგულაცია, უნდა ვიმოქმედოთ და ტერიტორია მოვაწესრიგოთ, იმიტომ, რომ უამრავი ადამიანი გამოთქვამს გულისტკივილს, ამდენი თანხა დაიხარჯა, ასეთი კარგი პროექტი განხორციელდა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებია და დღეს არსებული მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)