|
2023-08-11 16:00:44, 1006 ნახვა
საზოგადოება
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი - გამოვლენილი დარღვევების გამო, შპს „ამბიკონ სტილსს“ საქმიანობის უფლება აღარ აქვს
ქუთაისში მოქმედ შპს „ამბიკონ სტილსზე“ გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ძალადაკარგულად გამოცხადდა. აღნიშნულ ინფორმაციას გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი ავრცელებს. უწყების ცნობით, ინსპექტირების საფუძველზე გამოვლენილია არაერთი დარღვევა. "შპს „ამბიკონ სტილსის“ კუთვნილი მეტალურგიული ქარხნის ინსპექტირება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ არაერთხელ განხორციელდა. ინსპექტირების საფუძველზე გამოვლენილია არაერთი დარღვევა. კომპანია საქმიანობას ახორციელებდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებისა და გადაწყვეტილებით დადგენილი ტექნოლოგიური ციკლის დარღვევით, ასევე აირმტვერდამჭერი მოწყობილობების გამოყენების გარეშე და არ გააჩნდა ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის დადგენილი ნორმები, რაც საფრთხეს უქმნიდა გარემოს და ადამიანების ჯანმრთელობას. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ შედგენილი ოქმების საფუძველზე, შპს „ამბიკონ სტილსი“ ქუთაისის სასამართლომ არაერთხელ სცნო სამართალდამრღვევად: 2019 წელს სასამართლოს დადგენილებით კომპანიას 5 ათასი ლარის ოდენობის ჯარიმის, ასევე ატმოსფერულ ჰაერში მავნე ნივთიერებათა გაფრქვევის ნორმების გარეშე საქმიანობის შედეგად გამოანგარიშებული გარემოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურება დაეკისრა. 2021 წელს სასამართლომ „ამბიკონ სტილსი“ 15 ათასი ლარით დააჯარიმა, 2022 წელს კი - 45 ათასი ლარით. ასევე კომპანიას უდგინდებოდა გონივრული ვადა დარღვევების აღმოსაფხვრელად. კომპანიას ადმინისტრაციული მიწერილობით განსაზღვრულ ვადებში დარღვევების აღმოფხვრაზე არ უზრუნია. შესაბამისად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომპანიაზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ძალადაკარგულად გამოაცხადა. აღსანიშნავია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი უწყებები აქტიურად თანამშრომლობენ ბიზნესსექტორთან, რათა მათ შეძლონ ეფექტიანი ოპერირება, რაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლისთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, ამავდროულად, კომპანიები ვალდებული არიან შეასრულონ კანონით განსაზღვრული მოთხოვნები, საქმიანობის პროცესში გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალურად შემცირებისთვის. ეფექტიანი გარემოსდაცვითი კონტროლის განხორციელების გზით, გარემოს მავნე ზემოქმედებისაგან დაცვა და ადამიანის ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოს შენარჩუნება გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის პრიორიტეტია. შესაბამისად, დეპარტამენტის უფლებამოსილი პირები, რეგულარულად აკონტროლებენ ქვეყანაში მოქმედ საწარმოებს და გამოვლენილ თითოეულ სამართალდარღვევაზე შესაბამის რეაგირებას ახდენენ",- ნათქვამია ინფორმაციაში.
უკრაინამ ევროკავშირის €90-მილიარდიანი სასესხო პაკეტიდან პირველი €3.2 მილიარდი მიიღო
ნაძალადევის გამგეობა: სკვერში მოზარდებმა ატრაქციონი დააზიანეს, დაშავდა 1 მოზარდი
ისწავლე საზღვარგარეთ საქართველოს ბანკის სტიპენდიით - მოსწავლეებისთვის შექმნილ საერთაშორისო პროგრამაზე მიღება მალე დაიწყება
CPJ: მოვუწოდებთ ოცნებას, შეწყვიტოს ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)