|
2023-08-09 14:31:21, 616 ნახვა
საზოგადოება
შალვა პაპუაშვილი - შოვში დატრიალებული ტრაგედია თავისი მასშტაბებით საქართველოს უახლეს ისტორიაში უპრეცედენტოა
ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა, კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. პარლამენტის თავმჯდომარე მადლობას უხდის საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს, მაშველებს, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატ გოჩა ენუქიძეს, სოფელ გლოლის მოსახლეობას და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს. „ერთი კვირა გადის შოვში დატრიალებული ტრაგედიიდან, რომელიც თავისი მასშტაბებით უპრეცედენტოა საქართველოს უახლესი ისტორიაში. მინდა კიდევ ერთხელ მივუსამძიმრო გარდაცვლილების ოჯახებს, რაჭას და მთლიანად საქართველოს. ეს ტრაგედია დიდხანს აღიბეჭდება ჩვენს მეხსიერებაში. მინდა, მადლობა გადავუხადო საგანგებო შტაბის ხელმძღვანელს და წევრებს; განსაკუთრებით რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის მაჟორიტარ დეპუტატს, ბატონ გოჩა ენუქიძეს, რომელიც მთელი ეს პერიოდი დღე და ღამე იმყოფება სტიქიის ზონაში და წარმოადგენს საქართველოს პარლამენტს. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო მაშველებს, რომლებმაც სტიქიის ზონიდან უვნებლად გამოიყვანეს 210 ადამიანი. როგორც იცით, ბოლო ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დაკარგულად ითვლება 33 ადამიანი, საიდანაც დღეს დილის განახლებული მონაცემებით, ნაპოვნია 20 ადამიანის ცხედარი. ასეთ კრიტიკულ მომენტში გადამწყვეტია სოლიდარობა და თანადგომა. ამიტომ, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, უპირველეს ყოვლისა სოფელ გლოლის მოსახლეობას, რომლებიც პირველები იყვნენ სტიქიის ადგილზე და ყველა იმ მოქალაქეს, რომლებმაც განსაკუთრებული სამოქალაქო სიმამაცე და სხვებზე ზრუნვა გამოიჩინეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
ტრამპის ირანთან შეთანხმების შემდეგ, რუსული ნავთობის ფასი 50 დოლარამდე დაეცა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)