00:15 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-07 12:36:10, 718 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად, სიკეთე გავუზიაროთ

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ახლა საჭიროა ერთმანეთის გვერდით დგომა, რაჭაში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილთა ოჯახებისა და ახლობლების გამხნევება. 

მისი თქმით, გლოვის დღეს "არ ღირს იმ ადამიანებზე საუბარი, რომლებიც არასწორ ინფორმაციას ავრცელებენ". 

„დღეს გლოვის დღეა და საზოგადოებას ისევე, როგორც საკუთარ თავს, არ ვაკადრებ, რომ ამ ხალხზე მეტი ვისაუბრო და ის ვთქვა, რასაც მართლა იმსახურებენ. ახლა საჭიროა ერთად დგომა, ერთმანეთის გამხნევება, გარდაცვლილების ოჯახებისა და ახლობლებისთვის შეძლებისდაგვარად ტკივილის შემსუბუქება. ყველას უნდა  ვუჩვენოთ, რომ ასეთი უმძიმესი ტრაგედიის დროს მაინც შეგვიძლია გვერდით გადავდოთ ყველაფერი და დავდგეთ ერთმანეთის გვერდით. 

ზუსტად ვიცი, ქართველებს შეგვწევს უნარი, ერთმანეთს ზიზღის ნაცვლად სიკეთე გავუზიაროთ, გაუტანლობის ნაცვლად კი, ერთმანეთის გვერდში დგომის მაგალითები ვუჩვენოთ. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი შვილები“, - აღნიშნა კახა კალაძემ. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
„არმია იარაღს კრემლის წინააღმდეგ მიმართავს“ უკრაინასთან ომის ვეტერანმა პუტინის წინააღმდეგ სამხედრო ამბოხება იწინასწარმეტყველა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics