08:04 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-02 14:13:39, 1085 ნახვა

პოლიტიკა
ბჟანია - თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი „კნიაზ ვლადიმირი“, Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ასლან ბჟანია აცხადებს, რომ სოხუმის საზღვაო პორტი ტექნიკურად მზად არის, Astoria Grande-ს ტიპის გემები მიიღოს. ამის შესახებ ბჟანიამ რუსულ სამთავრობო-პროპაგანდისტულ გამოცემა TASS-თან ისაუბრა.

როგორც TASS-ი წერს, ე.წ. პრეზიდენტი რუს ტურისტებს აფხაზურ სტუმართმოყვარეობასა და "თბილად დახვედრას" ჰპირდება.

"რესპუბლიკა დაინტერესებულია ტურისტული სერვისების გაფართოებით და გეოგრაფიული შესაძლებლობების გათვალისწინებით. ზაფხულში საკრუიზო ლაინერების მომსახურება ყველაზე პერსპექტიულად ითვლება. თუ ღირსეულად მივიღეთ ლაინერი "კნიაზ ვლადიმირი", Astoria Grande-სთვისაც მოიძებნება ადგილი",- ამბობს ბჟანია.

შეგახსენებთ, სოჭიდან გამოსული საკრუიზო ლაინერი ASTORIA GRANDE ბათუმის პორტში ორჯერ - 27 და 31 ივლისს შევიდა. ორივე შემთხვევაში, გემმა ნავსადგური საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე, დროზე ადრე დატოვა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics