|
2023-08-01 16:12:22, 1106 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი დეგნანზე - სახიფათო გზაა, როცა უცხოელი დიპლომატები ქართველების სახელით საუბრობენ
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ბათუმის საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც პაპუაშვილი აღნიშნავს, როდესაც უცხო ქვეყნის წარმომდაგენლები ქართველი ხალხის სახელით საუბრობენ არის "საკმაოდ სახიფათო გზა". მისივე თქმით, ქართველი ხალხი "უცხოელ მეურვეობას არ საჭიროებს". "ელჩები, თუკი ვინმეს წარმოადგენენ, ისინი წარმოადგენენ მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ხალხს და ელჩები თუკი რომელიმე ხალხის ინტერესს იცავენ, იცავენ მხოლოდ საკუთარი ხალხის ინტერესს. ქართველი ხალხის ინტერესის დაცვა არ გახლავთ უცხო ქვეყნის ელჩის ამოცანა. ამიტომ, ეს არის საკმაოდ ცუდი ტენდენცია, როდესაც ჩვენ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან გვაქვს ფაქტები ქართველი ხალხის სახელით საუბრისა. ეს არის მეურვეობითი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ, თითქოს ქართველ ხალხს არ ჰყავს თავად წარმომადგენელი და სჭირდება მას უცხოელი დამხმარე, რომ მისი აზრები გააჟღეროს. ქართველი ხალხი საკუთარ წარმომადგენლებს ირჩევს დემოკრატიული არჩევნებით და ქართველ ხალხს დემოკრატიულად არჩეული ხელისუფლება წარმოადგენს", - განაცხადა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, კელი დეგნანმა ბათუმში სოჭიდან საკრუიზო ლაინერის შემოსვლასთან დაკავშირებით გამართულ საპროტესტო აქციაზე განაცხადა: "არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც საქართველოს 20% ოკუპირებული აქვს".
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
უკრაინამ Rheinmetall-ისგან 155 მმ-იანი საარტილერიო ჭურვები შეუკვეთა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)