|
2023-07-31 08:53:49, 648 ნახვა
საზოგადოება
ASTORIA GRANDE ბათუმშია
საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE ბათუმშია. გემი ქალაქის ნავსადგურში დღეს გამთენიისას, დაახლოებით, 06:00 საათზე საპროტესტო აქციის ფონზე შევიდა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გოგებაშვილის ქუჩა გადაკეტეს და საკრუიზო ლაინერიდან რუსი ტურისტების გამოსაყვანად მისული ავტობუსი პორტთან არ მიუშვეს. მანამდე, საპროტესტო აქცია ნავსადგურთან მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის რამდენჯერმე დაპირისპირება მოხდა. არსებული ინფორმაციით, პოლიციამ პროტესტის რამდენიმე მონაწილეც დააკავა. შეგახსენებთ, ტურისტული მოგზაურობის აღწერაში მითითებულია, რომ ბათუმში გემით რუსული ტელეკომპანია RU.TV-ის წამყვანები და რუსული ესტრადის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ. ბორტზე არიან მომღერლები: დიმიტრი კოლდუნი, მიტია ფომინი, ამირჩიკი, ტესტოსტერონი, ივან ჩუიკოვი და დიმიტრი ოლენინი. ASTORIA GRANDE-ს საკრუიზო მოგზაურობა 29 ივლისიდან 5 აგვისტოს ჩათვლით პერიოდსა და მარშრუტს - სოჭი-ტრაბზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბული-სოჭი მოიცავს. აღსანიშნავია, რომ ASTORIA GRANDE-მ საქართველოს ზღვისპირეთში ერთი მოგზაურობა უკვე მოაწყო. საკრუიზო ლაინერი, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისს შევიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ იმავე დღეს საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)