18:39 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-28 19:23:14, 1461 ნახვა

ომი უკრაინაში
კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გადასცემს

კატარი უკრაინას 100 მილიონ დოლარს გადასცემს, - ამის შესახებ კატარის პრემიერ-მინისტრმა, მუჰამედ ბინ აბდულრაჰმან ბინ ჟასმინ ალ თანმა კიევში, უკრაინელ კოლეგასთან, დენის შმიგალთან შეხვედრისას განაცხადა.

უკრაინის მთავრობის ინფორმაციით, კატარის მხრიდან უკრაინისთვის გადაცემული თანხა ქვეყნის ინფრასტრუქტურის აღდგენას, ჯანმრთელობის, განათლების, სოციალური და ჰუმანიტარული პროექტების განხორციელებას მოხმარდება.

"ჩვენ ვაფასებთ, რომ კიევს იმ დღეებში ეწვიეთ, როცა რუსეთი ნეო-კოლონისტურ ომს აწარმოებს უკრაინის წინააღმდეგ. თქვენი ვიზიტი ამ რთულ დროს, უკრაინისთვის მნიშვნელოვანი სიგნალი და მტკიცებულებაა იმისა, რომ თქვენი ქვეყანა სოლიდარობას და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინას", - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics