|
2023-07-28 17:54:46, 998 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - გუშინ პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, რომელიც ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა გაყიდა
მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას, - ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა საკრუიზო ლაინერთან დაკავშირებულ პროტესტზე "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, საქართველოს მოქალაქეები ბათუმის ნავსადგურში სოჭიდან საკრუიზო გემის შემოსვლის გამო გამართულ საპროტესტო აქციაზე საქართველოს ღირსებას იცავდნენ. „მოღალატეობრივი, კოლაბორაციონისტი ხელისუფლების მხრიდან პატრიოტების რეაქციებს თუ ქაჯობას უწოდებს ვინმე, ეს მგონი უფრო მეტად ამხელს მათ პოლიტიკურ მოტივაციას. გუშინ ჩვენ ვნახეთ, რომ საქართველოს პატრიოტები იცავდნენ ჩვენი ქვეყნის ღირსებას, რომელზეც უარი თქვა და გაყიდა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მომავალშიც ასე იქნება და ყველა საკვანძო მომენტში საქართველოს მოქალაქეები აჩვენებენ ივანიშვილის რეჟიმს, რომ მისი საქართველოს რუსიფიკაციის მცდელობა ყოველთვის წარუმატებელი იქნება",- განაცხადა ბოკუჩავამ. ცნობისთვის, საკრუიზო გემი ASTORIA GRANDE, რომელმაც მოგზაურობა სოჭიდან დაიწყო, ბათუმის ნავსადგურში გუშინ, 27 ივლისს შემოვიდა. აღნიშნულს თბილისსა და ბათუმში აქციები, სახელწოდებით "არა რუსიფიკაციას" მოჰყვა. ბათუმის პორტი ASTORIA GRANDE-მ გუშინვე საქართველოს ჰიმნისა და საპროტესტო შეძახილების ფონზე დატოვა. "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აღნიშნულ პროტესტს გამოეხმარა და ქაჯობა უწოდა.
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
ბაქოს შემდეგ, ურსულა ფონ დერ ლაიენი ერევანში სამუშაო ვიზიტით ჩავიდა
ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო, გამოცდა ქართული ენისა და ლიტერატურაში ტარდება
ნეთანიაჰუ: ისრაელი წელს აშშ-ს ფინანსურ დახმარებაზე უარს იტყვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ზალუჟნიმ ზელენსკის პრეზიდენტობის კანდიდატად კენჭისყრის განზრახვის შესახებ აცნობა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)