12:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-27 11:06:25, 880 ნახვა

პოლიტიკა
ო’ბრაიენი - გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან რუსეთში ბრუნდებიან

გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით რა იტვირთება თვითმფრინავებში, როცა ისინი საქართველოდან რუსეთში ბრუნდებიან,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელმა, ელჩმა ჯიმ ო'ბრაიენმა სენატის საგარეო ურთიერთობათა კოიტეტში გამართულ მოსმენაზე განაცხადა. 

სენატორ ჯინ შაჰინის შეკითხვაზე, თუ რა ხდება საქართველოში რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით, ელჩმა განაცხადა:

"თბილისში კოლეგებთან ერთად ვიყავი ევროკავშირიდან და დიდი ბრიტანეთიდან - ასე რომ, წარმოდგენილი ვიყავით, როგორც ერთიანი ფრონტი. ვფიქრობ, არის ძალიან გამამხნევებელი სიახლე, რომ საქართველოს საბაჟო სამსახურები რეალურ ნაბიჯებს დგამენ, რათა შეზღუდონ ბრძოლის ველთან დაკავშირებული ნივთების რუსეთში გადაზიდვა. ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ მათ სრული კონტროლი აქვთ საქართველოს საზღვარზე გადაადგილებებზე, იქნება ეს აეროდრომების თუ სახმელეთო საგზაო საზღვრებზე. ეს უწყვეტი სამუშაოა და ამ კუთხით დიდძალ დახმარებას ვაწვდით.

ისინი კარგი პარტნიორები არიან გამჭვირვალობის კუთხით იმის შესახებ, თუ რას ხედავენ. ახლა კითხვა ისაა, შეგვიძლია თუ არა უკეთესი მონაცემების მიღება მომავალში და შეგვიძლია თუ არა უფრო ნათლად დავინახოთ ის, თუ რა ხდება საქართველოსა და რუსეთს შორის ახლახან განახლებულ ფრენებთან დაკავშირებით",- განაცხადა ო’ბრაიენმა.

ამასთან, ჯინ შაჰინის შეკითხვაზე, იწვევს თუ არა შეშფოთებას, რომ რუსეთთან ფრენების განახლება საქართელოს, შესაძლოა, სანქციებისთვის თავის არიდებას დაეხმაროს, ო’ბრაიენმა განაცხადა:

"არ ვიტყოდი, რომ ეს შემაშფოთებელია, მაგრამ ეს უდავოდ შესაძლებელია. ასე რომ, გვინდა დავრწმუნდეთ, რომ ვიცით, რა იტვირთება ამ თვითმფრინავებში, როცა ისინი უკან, რუსეთში ბრუნდება“.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის სანქციების განხორციელების საკითხებში საერთაშორისო სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო'სალივანი და სანქციების საკითხებში აშშ-სა და გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენლები ელჩი ჯიმ ო'ბრაიენი და კუმარ იერი საქართველოში ივნისში იმყოფებოდნენ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics