12:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 17:10:17, 773 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა - ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში დამნაშავედ დეგნანი უნდა ვცნოთ

ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში დეგნანი უნდა ვცნოთ დამნაშავედ,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუას თქმით, საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა უფრო გააღრმავა პოლარიზაცია მისი არასამართლიანი და არაჯანსაღი ჩარევებით.

"ვისურვებდი, რომ საელჩოს წარმომადგენლები მაშინ, როდესაც ჩემს ქვეყანას ევროპარლამენტარები ასე ურცხვად უტევდნენ, უსაფუძვლოდ და რომელშიც ფული იყო გადახდილი, გამოსულიყვნენ და ეს დაეგმოთ, ეთქვათ, რომ ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ გვჯერა, გვწამს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ჩვენი მეგობრები არიან. სამწუხაროა, ქალბატონი კელი დეგნანის ელჩობის დროს ქართულ-ამერიკული ურთიერთობები წინ ვერ წავიდა და ამაში ქალბატონი კელი უნდა ვცნოთ დამნაშავედ, მან ვერ გაართვა თავი სამწუხაროდ, პირიქით, მან შეძლო, მოახერხა და პოლარიზაცია უფრო გააღრმავა ქართულ საზოგადოებაში მისი არასამართლიანი, არაჯანსაღი ჩარევებით თუ განცხადებებით",- განაცხადა ზარქუამ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ საელჩოში არავის მიუღია მონაწილეობა ყოფილი პრეზიდენტის, სააკაშვილის ლობირებაში და არც დახმარებია მის ლობისტებს შეხვედრის დაგეგმვაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics