19:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-26 09:23:51, 1575 ნახვა

ომი უკრაინაში
აშშ-მ უკრაინას 400 მლნ დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გამოუყო

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას დამატებით 400 მილიონი დოლარის ღირებულების დახმარების პაკეტი გამოუყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

დახმარების პაკეტში მოიცავს:

  • საბრძოლო მასალას Patriot-ისა და NASAMS-ის სისტემებისთვის;
  • საბრძოლო მასალას HIMARS-ის საზენიტო სარაკეტო სისტემებისთვის;
  • Stinger-ის საზენიტო სისტემებს;
  • ტანკსაწინააღმდეგო Javelin-ის სისტემებს;
  • 32 Stryker-ის ჯავშანტრასპორტიორს;
  • 155 მმ და 105 მმ საარტილერიო ჭურვებს;
  • 120-მმ-იან და 60-მიან ნაღმმტყორცნ ჭურვებს.

გარდა ამისა, სამხედრო დახმარების პაკეტში ასევე შედის TOW-ის ტიპის რაკეტები, Hornet-ის უპილოტო საჰაერო სისტემები, Hydra-70-ის საზენიტო რაკეტები, "ტაქტიკური საჰაერო ნავიგაციის სისტემები", ასაფეთქებელი საბრძოლო მასალა დაბრკოლებების გადალახვისთვის, 28 მილიონზე მეტი ვაზნა მცირე იარაღისთვის, ყუმბარები, ღამის ხედვის მოწყობილობები, თერმოგრაფიული სისტემები, სათადარიგო ნაწილები და სასწავლო საბრძოლო მასალა.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ის მხრიდან ეს 43-ე სამხედრო დახმარების პაკეტია, რომელიც უკრაინას გადაეცემა.

საერთო ჯამში, ომის დაწყებიდან დღემდე, აშშ-მა უკრაინისთვის 41 მილიარდ დოლარზე მეტი გამოყო.

ამასთან, გუშინ, 25 ივლისს ევროკომისიამ უკრაინას მაკროფინანსური დახმარების სახით 1,5 მილიარდი ევრო გამოუყო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics