12:07 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-25 13:20:00, 702 ნახვა

პოლიტიკა
ჰერჩინსკი - ვიმედოვნებთ, პოლიტიკური ელიტა წარადგენს ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი

ევროკავშირში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

ჰერჩინსკის თქმით, ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ხოლო დანარჩენ 7 რეკომენდაციაში მცირე პროგრესია.

"ევროკომისიამ შუალედურ ანგარიშში აღნიშნა, რომ 12-დან 3 რეკომენდაცია სრულად შესრულდა, 2 რეკომენდაციასთან მიმართებაში საჭიროა გაუმჯობესება, ეს არის მედიის თავისუფლებას და დეოლიგარქიზაციაა. დანარჩენ 7 რეკომენდაციაში არის მცირე პროგრესი, მაგრამ ველოდებით უფრო მეტს.

ევროკავშირში ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს პოლიტიკური ელიტა ძალიან სწრაფად გადახედავს დამოკიდებულებას და წარადგენს თავის ხედვას, როგორ უნდა აღმოფხვრას ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენის საკითხი საქართველოში სისტემური მიდგომით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვსაუბრობთ ინდივიდებზე, სახელებზე, ჩვენ ვსაუბრობთ გარემოს შექმნაზე, სადაც ოლიგარქების მიერ გადაჭარბებული გავლენის მოხდენა შეუძლებელი ან ძალიან რთული იქნება. ვგულისხმობთ, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, არჩევნების გამჭვირვალობას, მაღალი დონის კორუფციას, სისტემის გამჭვირვალობას. ასე რომ, ჩვენ ვგულისხმობთ მრავალ საკითხს, რომლის აღმოფხვრაცაა საჭირო, რათა შეიზღუდოს მდიდარი ოლიგარქების გადაჭარბებული გავლენა პოლიტიკურ ცხოვრებაზე",- განაცხადა ჰერჩინსკიმ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის წარმომადგენელი კირიენკო აფხაზეთში ჩავიდა, მან აფხაზი სეპარატისტების მემორიალი შეამკო
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კუსტარული ნარკოლაბორატორია აღმოვაჩინეთ, ამოღებულია 7 კგ-მდე ნარკოტიკი - შსს [VIDEO]
უკრაინამ ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაბომბა, რომელიც მოსკოვს საწვავით ამარაგებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics