|
2023-07-25 09:48:15, 942 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - მთავრობის პასუხისმგებლობაა, სააკაშვილის სამედიცინო დახმარება უზრუნველყოს
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებით აკვირდება მიხეილ სააკაშვილის საქმეს, ძალიან გვაწუხებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა,- ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა. მილერის თქმით, საქართველოს მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დახმარება, რომელიც მას ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად სჭირდება. „საქართველოს მთავრობას, როგორც საჯაროდ, ასევე პირადად არაერთხელ ვუთხარით, რომ მთავრობის პასუხისმგებლობაა, უზრუნველყოს სამედიცინო დახმარება, რომელიც მას სჭირდება ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად. ჩვენ გავაგრძელებთ ამ საქმის ძალიან მჭიდრო მონიტორინგს“,- განაცხადა მილერმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)