|
2015-02-10 11:02:02, 2304 ნახვა
სამხედრო
გუდაურში სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს
საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი მიმდინარეობს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, სწავლება ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის ფარგლებში (PFP) ტარდება. ზამთრის კურსს ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 12 სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის, თურქეთისა და სომხეთის ასევე, საჩხერის სამთო მომზადების სკოლის 3 და 5 სპეციალური ძალების მომავალი ინსტრუქტორი გადის. წვრთნები ორ ეტაპად დაიგეგმა. თავდაპირველად კურსზე მივლინებულ სამხედრო მოსამსახურეებს აბულის სამთო პოლიგონზე მაღალ მთაში საცეცხლე მომზადება ჩაუტარდათ. კურსის მთავარ მიზანს მაღალმთიან რელიეფზე, რთული კლიმატური პირობების დროს, საშტატო იარაღებიდან სროლის უნარ-ჩვევების დახვეწა წარმოადგენდა. სროლები ზღვის დონიდან 3000 მეტრზე სხვადასხვა მანძილზე და სხვადასხვა პოზიციიდან წარმოებდა. სწავლებას საჩხერის სამთო მომზადების სკოლის ინსტრუქტორები ზედამხედველობდნენ. სწავლების მეორე ეტაპზე მსმენელები გუდაურში იმყოფებიან. სამხედროები მაღალ მთაში გადაადგილების, დაზარალებულის ძებნა-გადარჩენის, ტექნიკური სრიალის სწავლებებს გადიან. კურსის ფარგლებში, ისინი თხილამურებით დაბრკოლებათა ზოლის გადალახვასა და თოვლის თავშესაფრის ე.წ. „იგლუს“ მოწყობასაც სწავლობენ. შუალედური სამთო მომზადების ზამთრის კურსი ერთ კვირაში საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში დასრულდება. მსმენელები სწავლების წარმატებით გავლის სერთიფიკატებს მიიღებენ.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)