|
2023-07-24 14:27:25, 812 ნახვა
საზოგადოება
სოლომონ პავლიაშვილი „საქართველოში სურსათის/აგრო ლაბორატორიების განვითარების კონცეფციის“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი „საქართველოში სურსათის/აგრო ლაბორატორიების განვითარების კონცეფციის“ წარდგენის ღონისძიებას დაესწრო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. მათი ცნობით, დოკუმენტი შემუშავდა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით შექმნილი სამუშაო ჯგუფის მიერ, საქართველოს ლაბორატორიების ასოციაციასთან პარტნიორობით, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „საქართველოში სურსათის უვნებლობისა და SPS სექტორის მხარდაჭერა ENPARD IV-ის ფარგლებში“ ფარგლებში. აღნიშნული პროექტი თანადაფინანსებულია შვედეთის საელჩოს, ჩეხეთის განვითარების სააგენტოსა (CzDA) და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მიერ. „კონცეფციის დოკუმენტი ხელს შეუწყობს ლაბორატორიების შესაძლებლობების გაზრდას სურსათის უვნებლობის, ცხოველთა და აკვაკულტურების ჯანმრთელობისა და მცენარეთა დაცვის მიმართულებებით. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა მადლობა გადაუხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს (CzDA) წარმომადგენლობას მხარდაჭერისთვის“,- აღნიშნულია ინფორმაციაში. „აღნიშნული კონცეფციის შემუშავება ეხმარება სურსათისა და სოფლის მეურნეობის სფეროს ლაბორატორიების გაძლიერებას. სამინისტრო მზად არის, ხელი შეუწყოს შესაბამისი ინსტრუმენტების შექმნასა და არსებულ გამოწვევების დაძლევის ღონისძიებების დაგეგმვას“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა. ჩეხეთის განვითარების სააგენტოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა. იან ჩერნიკმა მადლობა გადაუხადა მხარეებს პროექტში აქტიური ჩართულობისთვის. „მსგავსი კონცეფციის შექმნა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. დღეისათვის, შეგვიძლია ვისაუბროთ დოკუმენტის შემუშავების პროცესში ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე. პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ძალიან მნიშვნელოვან დოკუმენტს ეყრება საფუძველი. მოხარული ვარ, რომ აქტიური თანამშრომლობით მნიშვნელოვან შედეგებს მივიღებთ", - განაცხადა იან ჩერნიკმა.
საია-ში განმარტავენ, რას ეხება მზია ამაღლობელის საქმეზე სტრასბურგში წარდგენილი მე-4 სარჩელი
ყალბი რეკლამით მოქალაქეებს ბინების მშენებლობა-რემონტს სთავაზობდნენ, მიისაკუთრეს 242 000 ლარი
იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტიდან მერაბ ტურავა გაათავისუფლეს
სააფთიაქო ნარკომანიის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილეა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)