|
2023-07-24 11:40:57, 1254 ნახვა
ეკონომიკა
ბაზისბანკის საკრედიტო პორტფელმა 2 მილიარდ ლარს გადააჭარბა
2023 წლის მეორე კვარტლის შედეგებით, ბაზისბანკის აქტივებმა 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანმა საკრედიტო პორტფელმა 2.2 მილიარდ ლარს გადააჭარბა და წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ზრდა 156 მილიონი ლარია. იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელმა 1.44 მილიარდ ლარს გადააჭარბა. პორტფელის ზრდამ მეორე კვარტალში 9% შეადგინა. ბიზნესის დაკრედიტებით ბაზისბანკი უმსხვილესი ბანკების სამეულში პოზიციონირებს. ფიზიკური პირების სესხების მოცულობამ მეორე კვარტლის ბოლოს 765 მილიონი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის სადეპოზიტო პორტფელი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 218 მილიონი ლარით, 1.9 მილიარდ ლარამდე გაიზარდა. მათ შორის, იურიდიული პირების დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 144 მილიონი ლარი, ხოლო ფიზიკური პირების დეპოზიტების წლიურმა ზრდამ 74 მილიონი ლარი შეადგინა. 30 ივნისის მდგომარეობით, ბაზისბანკის წმინდა მოგებამ 33.5 მილიონი ლარი შეადგინა. „ბაზისბანკი სტაბილურად აგრძელებს სვლას თანმიმდევრული განვითარებისა და ბაზარზე პოზიციების განმტკიცების გზაზე. ბანკის ფინანსური მაჩვენებლების დინამიური ზრდა, მისი ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საბანკო სფეროში საქმიანობის 30 წლიანი ისტორიით, ბაზისბანკი მყარად იკავებს ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ხელშემწყობი ერთ-ერთი ლიდერი ბანკის პოზიციას ქვეყანაში. ის ფაქტი, რომ ბაზისბანკი მაღალი ნდობით სარგებლობს და სწორი მიმართულებით ვითარდება, Fitch Ratings-ის განახლებულ რეიტინგებზეც აისახა, რომლის მიხედვითაც ბანკის რეიტინგის პროგნოზი წელს „სტაბილურიდან“ „პოზიტიურამდე“ გაიზარდა. ჩვენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიზანს მომხმარებლისთვის საუკეთესო საბანკო გამოცდილების შექმნა და ბანკთან ურთიერთობის გამარტივება წარმოადგენს. ამ მიმართულებით, მომავალშიც აქტიურად გავაგრძელებთ მომხმარებელზე მაქსიმალურად მორგებული საბანკო პროდუქტებისა და საუკეთესო სერვისის მიწოდებას და მხარს დავუჭერთ მათი ფინანსური გეგმების ეფექტიანად განხორციელებას.“ - აღნიშნა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
შსს: დარიალზე რჩება 17 პირი, უკრაინულ მხარესთან მათ სამშობლოში დაბრუნებაზე ვმუშაობთ
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი გადადგა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ვორკშოპი „SME ლიდერობა: სწრაფი ნაბიჯებით, დიდ გზაზე“ გაიმართა
მარკუს ლამერტი: ვიზების შეზღუდვები გამოწვეულია საქართველოს მიერ ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების დარღვევით
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)