19:58 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-23 17:23:06, 2090 ნახვა

ომი უკრაინაში
წინასწარი მონაცემებით, ღამით რუსეთის თავდასხმის შედეგად, ოდესის ისტორიულ ცენტრში 25 არქიტექტურული ძეგლი დაზიანდა

რუსი ოკუპანტების მიერ წუხელ განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფ ოდესის ისტორიულ ცენტრში, წინასწარი მონაცემებით, არქიტექტურის 25 ძეგლი დაზიანდა. 

აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინული მედია ოდესის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ კიპერზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსებმა გამიზნულად გაუშვეს თავიანთი რაკეტები ოდესის ისტორიული ცენტრისკენ, რომელიც იუნესკოს დაცვის ქვეშ იმყოფება. ყველაფერი, რაც დიდი არქიტექტორების მიერ თავდაუზოგავი შრომით იქმნებოდა, ახლა ნადგურდება ცინიკური ბოროტმოქმედებების მიერ“,- წერს ოლეგ კიპერი სოციალურ ქსელში.

მისივე ინფორმაციით, დაზიანებულ ნაგებობს შორის XIX-XX საუკუნეების შენობებია.

ცნობისთვის, რუსი ოკუპანტების მიერ ოდესაზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, ბოლო მონაცემებით, დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვია.

თავდასხმიდან მალევე ადგილობრივმა ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაზიანებული იყო ფერისცვალების ტაძარი, მეცნიერებათა  სახლი და მიმდებარე საცხოვრებელი სახლები.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ოდესაში იერიში მიიტანეს იმ ობიექტებზე, სადაც "რუსეთის წინააღმდეგ ტერორისტული აქტები მზადდებოდა".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics