|
2023-07-22 12:12:36, 1134 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ს საზღვაო ძალებს პირველად ქალი უხელმძღვანელებს - ადმირალი ლიზა ფრანჩეტი
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აშშ-ს საზღვაო ძალების მეთაურის პოსტზე ადმირალი ლიზა ფრანჩეტი წარადგინა. დანიშვნა სენატმა უნდა დაამტკიცოს. ეს პირველი შემთხვევაა, როცა ქალი აშშ-ს საზღვაო ფლოტში წამყვან პოზიციას იკავებს. გარდა ამისა, ფრანჩეტი მეორე ქალი ადმირალია აშშ-ს ისტორიაში. ფლოტის ამჟამინდელი მეთაური, ადმირალი მაიკ გილდეი პენსიაზე გადის ხანდაზმულობის საფუძველზე. ეს არის მოულოდნელი წარდგენა აშშ-სთვის. მანამდე ამ პოსტზე ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ადმირალი სამუელ პაპარო ითვლებოდა. თუმცა, ბაიდენმა ამჯობინა მისი წარდგენა ინდოეთ-წყნარი ოკეანის რეგიონში საზღვაო ძალების მეთაურის თანამდებობაზე. ფრანჩეტის კანდიდატურის წარდგენისას, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ აღნიშნა, რომ ის 1985 წლიდან მსახურობდა საზღვაო ძალებში. იგი მეთაურობდა აშშ-ს მეექვსე ფლოტს ხმელთაშუა ზღვაში, აშშ-ს საზღვაო ფლოტს კორეაში და მსახურობდა ერთობლივი სტრატეგიისა და დაგეგმვის განყოფილებაში. ფრანჩეტი ამჟამად მუშაობს აშშ-ს საზღვაო ძალების ოპერაციების უფროსის მოადგილედ. ფრანჩეტის პირველი განათლება ჟურნალისტია. შემდეგ მან დაამთავრა საზღვაო კოლეჯი და მას შემდეგ არ დაუტოვებია საზღვაო ფლოტი.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)