11:11 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-21 16:24:10, 1193 ნახვა

მსოფლიო
The Guardian - პუტინი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას გეგმავს

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამტკიცებს, რომ პოლონეთი უკრაინის კონფლიქტში პირდაპირ ჩარევას გეგმავს. აღნიშნულის შესახებ გამოცემა The Guardian-ი წერს.

გამოცემის ცნობით, პუტინმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა, რომ პოლონეთის მიზანი საკუთარი "ისტორიული ტერიტორიების" უკან დაბრუნებაა.

"რაც შეეხება პოლონელ ლიდერებს, ისინი, დიდი ალბათობით, ელიან NATO-ს ქოლგის ქვეშ რამე სახის კოალიციის შექმნას და უშუალოდ ჩარევას უკრაინის კონფლიქტში. ამ გზით, შეეცდებიან უფრო მსუყე ნაჭერი მოიპოვონ და დაიბრუნონ, მათი აზრით, თავიანთი ისტორიული ტერიტორიები - დღევანდელი დასავლეთ უკრაინა", - განაცხადა პუტინმა. 

ამასთან, როგორც გამოცემა წერს, მსგავსი შინაარსის განცხადება გასულ კვირას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, მარია ზახაროვამ Al-Jazeera-სთან ინტერვიუში გააკეთა.

"ახლა აშკარაა პოლონეთის სურვილი, შეიჭრას უკრაინის დასავლეთ ნაწილში. სწორედ ამიტომ არ არის უკრაინა NATO-ში მიწვეული",- განაცხადა ზახაროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Reuters: უკრაინის თავდასხმის შედეგად, მოსკოვის ნავთობქარხანა წელს ვეღარ იმუშავებს
Rádio Caracol: ვენესუელაში მიწისძვრამ უზარმაზარი ზიანი მიაყენა
რუმინეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მოლდოვასთან გაერთიანების შესახებ კანონი დაამტკიცა
ტრამპმა ზელენსკი შეაქო: „ის საკმაოდ კარგ საქმეს აკეთებს“.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics