|
2023-07-21 09:46:21, 920 ნახვა
მსოფლიო
Reuters - ტყის ხანძრებმა ათენის დასავლეთით ტყეები გაანადგურა - მოსალოდნელია ტემპერატურის მატება
ტყის ხანძრებმა საბერძნეთში, დედაქალაქ ათენის დასავლეთით მდებარე ტყეები გაანადგურა. ამის შესახებ Reuters-ი წერს. გამოცემა იტყობინება, რომ ამჟამად ხანძრები ლიკვიდირებულია, თუმცა ნავარაუდევია ჰაერის ტემპერატურის მატება, რაც ხანძრების კვლავ გაჩენის რისკს ზრდის. როგორც Reuters-ი წერს, ზოგიერთ რეგიონში ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს, მაგრამ ქვეყნის მეტეოროლოგიური სამსახური უახლოეს დღეებში ჰაერის ტემპერატურის 45 გრადუსამდე მოსალოდნელი მატების შესახებ იუწყება. "ჩვენ წინ ტემპერატურის მატება და შესაძლოა, უფრო ძლიერი ქარი გვაქვს. ამიტომ, უახლოეს დღეებში ფხიზლად უნდა ვიყოთ",- თქვა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა, კირიაკოს მიცოტაკისმა. ქვეყნის კულტურის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყველა არქეოლოგიური ადგილი, მათ შორის აკროპოლისი, 12:00 საათიდან 17:30 საათამდე დაიხურება.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)