|
2023-07-21 09:25:23, 1111 ნახვა
მსოფლიო
აშშ სანქციებს უწესებს 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს მიმდინარე ომში ეხმარებიან
აშშ სანქციებს უწესებს 120 პირსა და კომპანიას, რომლებიც რუსეთს მიმდინარე ომში ეხმარებიან. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს. როგორც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული, სანქციები დაუწესდა იმ კომპანიებს, რომლებიც რუსეთს ორმაგი დანიშნულების ნივთების მიწოდებით ეხმარებიან. გარდა ამისა, სანქცირებულთა სიაში ასევე მოხვდნენ: იმპორტიორები, მომწოდებლები და სხვა კომპანიები, რომლებიც კრემლს სანქციების თავიდან არიდებაში ეხმარებოდნენ. "ეს სანქციები შეზღუდავს რუსეთს კრიტიკულ მასალებზე წვდომას, შეაფერხებს მის მომავალ ენერგეტიკულ წარმოებასა და ექსპორტის შესაძლებლობებს, ხელს შეუშლის სანქციებისთვის გვერდის ავლას",- განაცხადა ბლინკენმა. რაც შეეხება სანქცირებულ კომპანიებს მასში შედის: ბანკები, მომწოდებლები, იმპორტიორები და მწარმოებლები. ამასთან, აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციები მიზნად ისახავს:
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 20 ივლისს ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები კიდევ 6 თვით გაახანგრძლივოს. გუშინვე, ავსტრალიამ 35 რუსულ ორგანიზაციას და 10 პირს, მათ შორის რუს მინისტრებსა და მაღალჩინოსნებს ახალი სანქციები დაუწესა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)