16:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-20 13:56:15, 1907 ნახვა

ომი უკრაინაში
ოდესაში, დაბომბილი შენობის ნანგრევებში ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

რუსეთის მიერ ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. უკრაინული მედიის ცნობით, ცხედარი შენობის ნანგრევების ქვეშ რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს.

ოდესის რეგიონის პროკურატურის ინფორმაციით, ცხედარი დანგრეული ადმინისტრაციული შენობის დაცვის სამსახურის თანამშრომელს ეკუთვნის. 

"ძებნის დროს ადმინისტრაციული შენობის ნანგრევების ქვეშ კაცის ცხედარი ვიპოვეთ, წარსულში - დაცვის სამსახურის თანამშრომელი",- აცხადებენ პროკურატურაში.

ცნობისთვის, რუსთმა ოდესის რეგიონი 20 ივლისს, გამთენიისას დაბომბა. თავდასხმის შედეგად დაშავდა 4 ადამიანი, მათ შორის 15 წლის ბიჭი.

დაბომბვისა და ხანძრის შედეგად დაზიანდა ადმინისტრაციის შენობა და საოფისე ფართი, საცხოვრებელი კორპუსები, სასწავლო დაწესებულება, ლიცეუმი, საბავშვო ბაღი და მანქანები. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics