|
2023-07-20 12:13:19, 794 ნახვა
მსოფლიო
BBC - გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა
გლობალურ ბაზრებზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი "შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან" გავიდა და განაცხადა, რომ უკრაინის პორტებისკენ მიმავალ გემებს პოტენციურ სამხედრო სამიზნედ განიხილავს. ამის შესახებ BBC წერს. "2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან, ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიდის, განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი. ის სახელმწიფოები, რომელთა დროშის ქვეშაც ასეთი გემები გადაადგილდებიან, განიხილებიან როგორც უკრაინის კონფლიქტში ჩართული მონაწილეები, კიევის რეჟიმის მხარეს",- განაცხადეს რუსეთის თავდაცვის სამინისტროში. გამოცემის ცნობით, ამის შემდეგ ხორბლის ფასები ევროპის საფონდო ბირჟაზე 8.2%-ით - 253.75 ევრომდე გაიზარდა. ფასები გაიზარდა ამერიკულ ბირჟაზეც, სადაც ზრდამ 8,5% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმების" შეჩერებიდან რამდენიმე საათში, 18 ივლისს, რუსეთმა უკრაინის ექსპორტისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის დაბომბვა დაიწყო. უკრაინის სოფლის მეურნეობის მინისტრი მიკოლა სოლსკი ამბობს, ოდესაში, "მარცვლეულის შეთანხმების" ინფრასტრუქტურაზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად 60 000 ტონა მარცვლეული განადგურდა. ცნობისთვის, 17 ივლისს რუსეთმა „შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმება“ შეაჩერა. აღსანიშნავია, რომ "მარცვლეულის შეთანხმება" გასულ წელს თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გაფორმდა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)