|
2023-07-20 09:42:30, 742 ნახვა
პოლიტიკა
ბრეგაძე ოპოზიციაზე - მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა
მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ოპოზიციასთან დაკავშირებით განაცხადა. ბრეგაძის თქმით, ოპოზიცია არ ეწევა რეალურ პოლიტიკურ საქმიანობას და მხოლოდ პარლამენტის წევრის პრივილეგიებით სარგებლობს. „სულ ცოტა ხნის წინ საზოგადოებამ იხილა, როდესაც პრემიერ-მინისტრის მოხსენების დროს, ჩვენ ყველამ ერთად ვნახეთ დარბაზიდან მალულად გაპარული ოპოზიცია და შემდგომ, რაც განსაკუთრებით საგულისხმო და ხაზგასასმელია, მაშინ, როდესაც იხურებოდა საგაზაფხულო სესია - ეს იყო ბოლო სხდომა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ აქ ჟღერდება საქართველოს ჰიმნი და მათ შორის, ნებისმიერი ქართველისთვის ამ ამაღელვებელ მომენტშიც ოპოზიცია არ იყო დარბაზში და მათ ძალიან კარგად დააფიქსირეს და საზოგადოებისთვის ცხადი გახადეს თავისი აგდებული დამოკიდებულება სახელმწიფოებრიობის მიმართ; ასევე, ეს, პირველ რიგში, არის მათივე ამომრჩევლის უპატივცემულობა. მათ დაამკვიდრეს საქართველოში პოლიტიკური კერპთაყვანისმცემლობა და ფაქტობრივად, ეს ყველასთვის კარგად ცნობილია, მათ შორის, არსებობს კადრებიც, როდესაც ისინი აიძულებდნენ სკოლაში, მაგალითად, სიმაღლის მიხედვით დაყენებულ ბავშვებს, რომ ხმამაღლა ეძახათ მათი ბელადის, ამჟამად მსჯავრდებულ სააკაშვილის სახელი და საზოგადოება, ვფიქრობ, ძალიან კარგად ხედავს, რომ პიროვნების ამგვარი კულტი, მათ შორის, შეშურდებოდათ ბოლშევიკებსაც და არც ეს არის საიდუმლო, თუ რა განსხვავებაა დღევანდელ „ქართულ ოცნებას" და ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას შორის, და ეს თუნდაც, საარჩევნო კლიპში არის გამოხატული. ისინი, ფაქტობრივად, საკუთარ საარჩევნო კლიპში ადიდებდნენ ერთ პიროვნებას, ხოლო ჩვენ მივუძღვენით საარჩევნო კლიპი, მათ შორის, საქართველოს და ვფიქრობ ეს არის ერთ-ერთი ნათელი სხვაობა",- განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის" ეთერში.
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
დაპორტირდი სელფიში და მიიღე ყველაფერი ულიმიტო 3 თვე სრულიად უფასოდ
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)