|
2023-07-19 16:53:12, 982 ნახვა
მსოფლიო
Reuters - პუტინი სამხრეთ აფრიკაში სამიტზე დასასწრებად აღარ ჩავა
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის ცნობით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი იოჰანესბურგის BRICS-ის სამიტს აღარ დაესწრება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს. "ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი წარმოადგენს",- წერს გამოცემა. აღსანიშნავია, რომ სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წევრი ქვეყანაა. როგორც ცნობილია, ჰააგის სასამართლოს რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების ორდერი აქვს გაცემული და შესაბამისად, მისი სამხრეთ აფრიკაში ჩავლის შემთხვევაში, სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას მისი დაპატიმრება მოუწევდა. ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის დაკავების თავიდან არიდების მიზნით, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა რუსეთს სთხოვა, რომ პრეზიდენტის მაგივრად ქვეყანა სამიტზე საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს წარედგინა. შეგახსენებთ, 2023 წლის 17 მარტს ჰააგის სასამართლომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ბავშვთა საქმეებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის სრულუფლებიანი წარმომადგენლის, მარია ლვოვა-ბელოვას დაკავების ორდერები.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)