13:42 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-18 15:09:45, 656 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის დახურვის ცერემონიალი გაიმართა

დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლის (DIBS) შემეცნებითი სალექციო კურსის - „მე, საქართველოს მომავალი“ დახურვის ცერემონიალი გაიმართა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ერთთვიან კურსში, რომელიც ეროვნული უსაფრთხოებისა და საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხების საბაზისო ცოდნის გაზიარებას მოიცავდა, ახალგაზრდული და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წევრები მონაწილეობდნენ.

„ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები გრიგოლ გიორგაძე და დავით სუჯაშვილი დაესწრნენ. გრიგოლ გიორგაძემ მონაწილეებს თავდაცვის კოდექსის შესახებ პრეზენტაცია ჩაუტარა. შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. მინისტრის მოადგილეებმა კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვეს და მათ ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორთან, მამია ბალახაძესთან ერთად სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს. მსმენელებს ერთი თვის განმავლობაში ლექციებს თავდაცვის სამინისტროდან და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებიდან მოწვეული მომხსენებლები უტარებდნენ.

შემეცნებითი კურსის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას ეროვნული თავდაცვის, უსაფრთხოებისა და სამხედრო საქმესთან დაკავშირებულ საკითხებზე“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
სტრასბურგის სასამართლომ ე.წ. FARA-ს და გრანტების კანონზე კომუნიკაციის ეტაპი დაიწყო
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 235-მდე გაიზარდა, 50 000 დაკარგულად ითვლება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics