16:04 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-17 14:29:54, 1962 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინა ყირიმის ხიდზე „ტერორისტულ“ თავდასხმაში დაადანაშაულა და სისხლის სამართლის საქმე აღძრა

რუსეთის ეროვნულმა ანტიტერორისტულმა კომიტეტმა ყირიმის ხიდზე თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა და მომხდარზე გამოძიება დაიწყო. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, მომხდარზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და და ჩანიშნულია ექსპერტიზაც.

"03:05 საათზე ორმა უპილოტო თვითმფრინავმა ყირიმის ხიდზე თავდასხმა განახორციელა. გამომძიებლების თქმით, 16-17 ივლისის ღამეს უკრაინის სპეცსამსახურების მიერ განხორციელებული ტერორისტული აქტის შედეგად დაზიანდა ყირიმის ხიდის ერთ-ერთი მონაკვეთი. დაიღუპა ორი ზრდასრული და დაშავდა ერთი ბავშვი," - აღნიშნულია ანტიტერორისტული კომიტეტის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ხიდზე მომხდარი ინციდენტი უკრაინის სპეცოპერაცია იყო, თუმცა მომხდართან დაკავშირებით უკრაინას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics