17:50 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-14 13:22:48, 879 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესი - უფრო კარგად გამოჩნდება აგენტურის სახე

რაც მეტს ივლის ხაბეიშვილი რეგიონებში, მით უკეთესია. არათუ ხელი უნდა შეუშალოს ამას ვინმემ, პირიქით, რაც შეიძლება მეტად უნდა შევუწყოთ ხელი ხაბეიშვილის რეგიონებში სიარულს იმიტომ, რომ უფრო კარგად გამოჩნდება ამ აგენტურის, კოლექტიური "ნაცმოძრაობის", პარტია „ნაცმოძრაობის“ სახე,- ასე უპასუხა პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის რეგიონებში ვიზიტის შესახებ დასმულ შეკითხვას.

კობახიძის განცხადებით, ხაბეიშვილი და გამარჯვება ურთიეთსაპირისპირო ცნებებია. 

„ხაბეიშვილის გამარჯვება საოცრებაა, ეს ერთგვარი ოქსიმორონია. რაც შეეხება ჩემს დამოკიდებულებას, წინა შემთხვევის დროსაც, არ მახსოვს კასპი იყო თუ საგარეჯო, როდესაც ხაბეიშვილს დაუპირისპირდნენ სამოქალაქო აქტივისტები, მე ვთქვი, რომ ეს არ არის სწორი, ეს არ არის მიზანშეწონილი. არ შეიძლება ხაბეიშვილი ხელოვნურად აქციო რაღაც მნიშვნელოვან ფიგურად.

აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ, როგორც წინა შემთხვევაში, აქაც მოვუწოდებ მე ნებისმიერ ადამიანს, სამოქალაქო აქტივისტებს, ჩვენს მხარდამჭერებს და ა.შ. რომ პირიქით, რაც შეიძლება  მეტი გასაქანი მისცენ ხაბეიშვილს, რომ მეტი იაროს რეგიონებში, მეტად წარმოაჩინოს "ნაცმოძრაობის" ნამდვილი სახე“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics