|
2023-07-13 17:16:41, 1085 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ბაიდენის განცხადებაზე - ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს სანიმუშოდ მოიხსენიებდნენ, ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ
ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, რომელიც სანიმუშო იყო რეგიონში. ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ და არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს მოუწოდებენ ბრძოლისკენ,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებას. სააკაშვილის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ისევე, როგორც ბელარუსებს და მოლდოველებს, ბრძოლისაკენ მოუწოდა. "ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ ხალხს ისევე, როგორც ბელარუსებს და მოლდოველებს ბრძოლისაკენ მოუწოდა. დააკვირდით, რომ არც ბელარუსი და არც მოლდოვა ფორმალურად ნატოსკენ არ მიისწრაფვიან. ჩემი პრეზიდენტობის დროს, საქართველოს მოიხსენიებდნენ როგორც სახელმწიფოს, რომელიც სანიმუშო იყო რეგიონში. ახლა კი ბელარუსული რეჟიმის გვერდზე გვახსენებენ და არა საქართველოს მთავრობას, არამედ ქართველ ხალხს მოუწოდებენ ბრძოლისკენ. დიახ, ჩვენ ვიბრძოლებთ და სწორედ ამიტომ ვარ აქ, რომ ჩვენს ხალხს საკუთარი თავისუფლების, ჯანმრთელობისა და თუნდაც სიცოცხლის ფასად ამ ბრძოლაში დავეხმარო",- წერს სააკაშვილი. ცნობისთვის, გუშინ, 12 ივლისს ნატოს ვილნიუსის სამიტის დასრულების შემდეგ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ბელარუსში, მოლდოვაში და საქართველოში ადამიანები აგრძელებენ ბრძოლას, რომ მათი ხმა მოისმინონ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)