|
2023-07-12 13:05:23, 882 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სერგეენკოზე - გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა - მეგობრული კონსულტაციები გვექნება
გაცდენების ნახევარზე მეტი დაგროვდა და ამის გამო განიხილება საპროცედურო საკითხთა კომიტეტზე ეს საკითხი,- ასე ეხმაურება "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, პარლამენტი მმართველი პარტიის დეპუტატის, დავით სერგეენკოს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე იმსჯელებს. როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს უთხრა, გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. "კონსულტაციები გვექნება ბატონ დავითთან და ამის საფუძველზე მივიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას... ბატონი დავითი არის ჩვენი მეგობარი. გვექნება მეგობრული კონსულტაციები და ამის საფუძველზე მივიღებთ გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რამდენად სურს პარლამენტში მუშაობის გაგრძელება",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, პარლამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული დღის წესრიგის მიხედვით, სერგეენკოსთვის დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი იმსჯელებს. კომიტეტის სხდომა 14 ივლისს არის ჩანიშნული.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)