18:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-12 11:18:17, 646 ნახვა

საზოგადოება
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში „ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ დაიწყო

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ ოფიციალურად გაიხსნა. კურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ნიკოლოზ მელქაძემ, რომელმაც პარტნიორებსა და განსაკუთრებით, ესტონეთს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მონაწილეებს წარმატებები უსურვეს საქართველოში ესტონეთის ელჩმა, რიინა კალიურანდმა და ავსტრიის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, არნოლდ კამელმა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება და ქართველი კოლეგა მასპინძლობს.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლეს კურსში“ სამთავრობო, არასამთავრობო და კერძო სექტორის წარმომადგენლები მონაწილეობენ. ხუთი დღის განმავლობაში ისინი საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების სისტემის პრიორიტეტებსა და რეფორმირების პროცესზე, ეროვნულ, რეგიონულ თუ საერთაშორისო კონტექსტში არსებულ გამოწვევებსა და საფრთხეებზე მნიშვნელოვან ინფორმაციას მიიღებენ. საუბარი შეეხება სამხედრო-სამოქალაქო ურთიერთობის გაძლიერების მნიშვნელობას, ქვეყნის წინაშე თითოეული მოქალაქის როლისა და პასუხისმგებლობის გაანალიზებას. მონაწილეებს კრიზისული სიტუაციის ამსახველ სიმულაციურ თამაშებში აქტიურად ჩართვის შესაძლებლობაც ექნებათ.

„ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი“ სკანდინავიისა და ბალტიისპირეთის ქვეყნების კურსების მოდელზე ჩამოყალიბდა და ესტონეთის თავდაცვის სამინისტროსა და ნატოს პროფესიული განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, 2012 წლიდან საქართველოში ყოველწლიურად იმართება. ბოლო ორი წელია საქართველო მას დამოუკიდებლად ატარებს. კურსზე მომხსენებლები არიან საქართველოს ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, უსაფრთხოების საკითხებში ექსპერტები და სამოქალაქო საზოგადოების ცნობილი წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics