|
2023-07-11 19:10:15, 840 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ბერაია - გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც ალიანსში ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციაა
პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ბერაიას განცხადებით, ნატოს ვილნიუსის სამიტზე საქართველო ალიანსთან კიდევ უფრო დაახლოებას და როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდას ელოდება. "ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ ვილნიუსის სამიტი კიდევ უფრო დააახლოებს საქართველოს მის უმთავრეს საგარეო პოლიტიკურ მიზანთან, რაც არის ჩვენი ქვეყნის ალიანსში სრულფასოვანი ინტეგრაცია და კიდევ უფრო გაიზრდება საქართველოს, როგორც პოლიტიკური ისე პრაქტიკული მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის მხარდამჭერი ჩანაწერები იქნება სათანადოდ ასახული სამიტის საბოლოო კომუნიკეში", - აღნიშნა ბერაიამ. მისივე თქმით, ვილნიუსის სამიტის პარალელურად, მიმდინარეობს მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომლის მიზანია, საქართველოს ევროატლანტიკურ ორგანიზაციებში ინტეგრაციის პროცესის დაზიანება. "უნდა ითქვას, რომ სამწუხაროდ, ამ პროცესის პარალელურად, გვესმის მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის არამხოლოდ დისკრედიტაციას, არამედ დაზიანებას", - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)