2023-07-10 12:12:52, 1059 ნახვა
სამართალი
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს
კასპის მუნიციპალიტეტში მომხდარი დაჭრის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. დაპირისპირება ურთიერთშელაპარაკებას მოჰყვა, რის შედეგადაც ორი ადამიანის დაჭრეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) და 236-ე (ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) მუხლებით.
ავტორი: ექსპრესნიუსი,