|
2023-07-07 10:06:00, 958 ნახვა
საზოგადოება
„თიბისი“ დაზღვევის ახალი, პრემიუმ სამოგზაურო პაკეტი
„თიბისი“ დაზღვევამ სამოგზაურო დაზღვევის ახალი, პრემიუმ პაკეტი შექმნა, რომელიც გაუმჯობესებული პირობებით ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობას მეტად ლაღსა და საიმედოს გახდის. „თიბისი“ დაზღვევამ პრემუმ პაკეტი მომხმარებლების კიდევ მეტ საჭიროებას მოარგო - მისი ჯამური ლიმიტი 85 000 €/$-მდეა გაზრდილი და სრულად უფრანშიზოა ნებისმიერ ქვეყანაში მოგზაურობისას. ხოლო დაფარვები, რომლებიც დამატებით შეგიძლიათ აირჩიოთ, სტანდარტულ პაკეტთან შედარებით ბარგისა და პასპორტის დაკარგვის, მოგზაურობის გადადება/გაუქმების ხარჯებს ორმაგი ლიმიტით, 1 000 €/$-ით ანაზღაურდება. პრემიუმ პაკეტით სარგებლობისას სანერვიულო არაფერია მაშინაც კი, თუ უცხო ქვეყანაში სამოყვარულო სპორტული აქტივობისას რაიმეს დაიზიანებ ან რაიმე მიზეზით მედიკამეტების შეძენა და ამბულატორია დაგჭირდება, რადგან ახალი პაკეტი ასეთ ხარჯებსაც ფარავს. „როცა სტანდარტული პაკეტის გაუმჯობესებაზე ვფიქრობდით, ვცადეთ გაგვეხსენებინა ყველა ის დეტალი, რომელიც მოგზაურებს დამატებით საფიქრალს უჩენს ხოლმე. როცა დაზღვევა ზურგს არ გიმაგრებს, შესაძლოა უარი თქვა ისეთ გამოცდილებებზე, როგორიცაა სერფინგი, ეგზოტიკური კერძის გასინჯვა, რაიმე ადგილის მონახულება. იმისათვის, რომ მოგზაურობისას ჩვენს მომხმარებელს საკუთარი თავისთვის მეტის უფლების მიცემა შესძლებოდა და სახლში მსუყე მოგონებებით დაბრუნებულიყო, პრემიუმ პაკეტში ყველა ზემოთ ჩამოთვლილი დაფარვა შევიტანეთ,” – „თიბისი“ დაზღვევა. პრემიუმ სამოგზაურო დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა და პოლისის შეძენა „თიბისი“ დაზღვევის ვებ გვერდზე შეგიძლიათ.
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)