21:35 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 21:13:10, 765 ნახვა

საზოგადოება
შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში შეხვედრა გამართა

შუახევის მერმა ომარ ტაკიძემ მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, პირველი შეხვედრა ზამლეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გამართა. 

ადგილობრივებს, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა, მათთან ერთად არსებულ გამოწვევები განიხილა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ზამლეთის თემის სოფლებში აქტიურად ხორციელდება სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებები და შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია განხორციელდება 20-ზე მეტ ლოკაციაზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება სოფლებში არსებულ მოსაცდელებს, მემორიალებსა და ფანჩატურებს. დაგეგმილია ნიგაზეულის სოფლის ცენტრის კეთილმოწყობა და ნენიის ბაგა-ბაღის მშენებლობა. 

გარდა სოფლებისა ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს საზაფხულო იალაღებზეც. კიკიბოს მთაში გაყვანილი იქნება ახალი ელექტროსისტემა  და ჯანჯღნარის მთაში მოეწყობა ფანჩატური.

ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებთან ერთად, აქტიურად ხორციელდება სოფლის მხარდაჭერის პროგრამებით გათვალისწინებული პროექტები, რომლის ფარგლებშიც ყველა სოფელში მოეწყობა გარე განათება.

შეხვედრას, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი კეკელიძე, მერიის ადმინისტრაციის უფროსი ალი კეკელიძე, თემის რწმუნებული და რწმუნებულის თანაშემწეები  ესწრებოდნენ. 

მსგავსი ტიპის შეხვედრები  მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ეტაპობრივად გაიმართება.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics