|
2023-07-06 17:17:04, 1002 ნახვა
პოლიტიკა
იუკნევიჩიენე საგარეჯოს მოვლენებზე - ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ
როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს, - ასე გამოეხმაურა ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საგარეჯოში მიმდინარე მოვლენებს, სადაც ენმ-ის წევრებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. როგორც იუკნეიჩიენე აღნიშნავს, ქვეყანაში შექმნილი ვითარება სიძულვილის ენის დამსახურებაა, რომელიც მისივე თქმით, განსაკუთრებით მმართველი პარტიიდან მოდის. "ნაჩვენებია ის, რასაც პრინციპში ჩვენ განვიხილავთ როგორც ევროპარლამენტში, ასევე რაც გაჟღერდა ევროკომისიის მიერ 12-პუნქტიანი გეგმის შესრულების ფარგლებში, სწორედ იმ საკითხებზე, რაც ეხებოდა პოლარიზაციას. პოლარიზაციას პოლიტიკურ სისტემაში, სიძულვილის ენას, განსაკუთრებით მმართველი პარტიის მხრიდან, რომელიც პასუხისმგებელია ქვეყანაში ამჟამინდელ სიტუაციაზე და ეს არის შედეგი ამგვარი ვითარებისა. ეს არ არის კარგი, ეს ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს, როცა საქმე ეხება ოპოზიციურ პარტიებზე თავდასხმას, მხოლოდ და მხოლოდ რუსეთსა და ბელარუსში ვხედავთ დიქტატურის ქვეშ ამგვარ ქცევებს", - განაცხადა იუკნევიჩიენემ ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში. ცნობისთვის, დღეს საგარეჯოში, სადაც "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით შეხვედრას მართავდა, სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)