22:13 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-06 16:24:05, 886 ნახვა

პოლიტიკა
ბოკერია საგარეჯოზე - როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ

როცა ხელისუფლების დაორგანიზებით ხდება მსგავსი ქმედებები ასე ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ,- ასე ეხმაურება "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე გიგა ბოკერია საგარეჯოში განვითარებულ მოვლენებს, რა დროსაც საპენსიო რეფორმასთან დაკავშირებით ენმ-ის მიერ ორგანიზებული შეხვედრას სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

ბოკერიას განცხადებით, "ივანიშვილის რეჟიმი არა მხოლოდ პოლიტიკურ ოპონენტებსა და თავისუფალ მედიას, არამედ საზოგადოების მშვიდობას უპირისპირდება".

„ეს ყველაფერი ჩვენს სახელმწიფოს უთხრის ძირს იმიტომ, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან დაორგანიზებული მსგავსი ქმედებები ხდება ღიად და უტიფრად, ეს არის პირდაპირი გზა ქვეყნის სახელმწიფოებრიობის დამხობისკენ. სწორედ ამიტომ არის ჩვენი ეროვნული ამოცანა ამ რეჟიმის დემოკრატიულად შეცვლა“,- აცხადებს გიგა ბოკერია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics