|
2023-07-05 18:04:35, 812 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისთვის სიკეთე არ სურთ
ჩვენ რასაც ვვაჭრობთ რუსეთთან დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში, იგივეს ვაჭრობს დასავლეთი ერთი დღის განმავლობაში. ჩვენი ერთი წლის მაჩვენებელი და დასავლეთის ვაჭრობის ერთი დღის მაჩვენებელი არის ერთი და იგივე, ასეთ დროს ყველაფერი ნათელია, - განუცხადა ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთთან საქართველოს სავაჭრო ურთიერთობებზე დასმული კითხვის პასუხად. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, "რადიკალური ოპოზიცია მოქმედებს იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის". „ყველა ქვეყანა, პირველ რიგში, საკუთარი ინტერესების დაცვას უფრთხილდება. ეს არის ის, რაც ამოძრავებს ნებისმიერ ქვეყანას. ჩვენც, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის ინტერესები უნდა დავიცვათ. არცერთ შემთხვევაში არ უნდა მივიღოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც დააზარალებს საკუთარ ქვეყანას და მოსახლეობას. გახსოვთ ოპოზიციის მოწოდებები სანქციებთან მიერთების შესახებ, რაც გამოიწვევდა მინიმუმ, მარტო პირველივე წელს, 2,5 მილიარდი დოლარით ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის შემცირებას. ამას ითხოვდა ოპოზიცია. თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ, საითკენ არის ორიენტირებული რადიკალური ოპოზიცია და ვისი დაკვეთით მოქმედებენ ეს პოლიტიკური ძალები. იმ ძალების დაკვეთით, რომლებსაც არ სურთ სიკეთე ჩვენი ქვეყნისთვის და მოსახლეობისთვის. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რომლებიც მძიმე ზიანს მიაყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)