16:07 - 25 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-05 09:27:25, 1431 ნახვა

მსოფლიო
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, „ვაგნერი“ კი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთის ფედერაცია ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ, რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ კი ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის დელეგაციის წევრი, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელის მოადგილე ევგენია კრავჩუკი ავრცელებს.

კრავჩუკის თქმით, ტერორიზმი ერთ-ერთი უდიდესი საფრთხეა საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის.

"დღეს, ვანკუვერში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მუშაობა დასრულდა საბოლოო დეკლარაციის მიღებით, რომელშიც, ნათქვამია, რომ ტერორიზმი არის ერთ-ერთი უდიდესი საფრთხე საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის. „ვაგნერ ჯგუფი“ რუსეთის მთავრობის სახელით შეიძლება სამართლიანად დავახასიათოთ, როგორც ტერორისტი",- განაცხადა კრავჩუკმა.

მისი ინფორმაციით, დეკლარაცია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, გამკაცრდეს საერთაშორისო ნორმები, რომელიც ნათლად აღიარებს „ვაგნერის“ ტერორისტულ ხასიათს და რუსეთის ფედერაციის, როგორც ამ ტერორისტული ორგანიზაციის სპონსორი სახელმწიფოს პასუხისმგებლობას.

"პირველად ასეთი ფორმულირება არის დაფიქსირებული საერთაშორისო ორგანიზაციის ოფიციალურ დოკუმენტში! სხვათაშორის, აშშ-ის კანონმდებლობაში, რომელიც ასევე არის ეუთოს წევრი, ცნობილია მსგავსი ტერმინი "ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფო". იმედი მაქვს, რომ ეს გადაწყვეტილება გახდება კატალიზატორი აგრესორი სახელმწიფოს ტერორიზმის სპონსორად აღიარებისთვის არა მხოლოდ აშშ-ში, არამედ მთელ მსოფლიოში",- დასძინა კრავჩუკმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიმიტრი გუტკოვი - საქართველოს დემოკრატიული, ევროპული გზა ეს არ არის გზა რუსეთის წინაამდეგ, ეს მხოლოდ პუტინის დიქტატურის წინაამდეგ
ერდოღანს 2028 წელს მესამედ შეეძლება პრეზიდენტად კენჭისყრა
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 164-მდე გაიზარდა
კობახიძე: ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს ასეთ რეზოლუციებს, მძიმე მდგომარეობაა PACE-ში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics