23:12 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-07-04 11:31:59, 655 ნახვა

საზოგადოება
კალაძე - საცხოვრებელი ფართებით უსახლკაროთა უზრუნველყოფის პროექტი გრძელდება

საცხოვრებელი ფართებით უსახლკარო ოჯახების უზრუნველყოფის პროექტის ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მიერ დღემდე 71 ბინაა შეძენილი.

როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტი გრძელდება.

„უსახლკარო ოჯახების საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილება ჩვენი საარჩევნო დაპირება იყო. დაპირებებს, რა თქმა უნდა, ვასრულებთ. გასულ წელს შევიძინეთ 55-ზე მეტი ბინა. დღეის მდგომარეობით, ჯამში, 71 ბინა გვაქვს შესყიდული და ამდენი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ეს პროცესი გრძელდება და გაგრძელდება მანამდე, სანამ თითოეული ადამიანი არ იქნება ფართით დაკმაყოფილებული და აღნიშნული პრობლემა მოხსნილი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ადამიანმა, რომელსაც აღნიშნული პრობლემა აქვს, პირველ ეტაპზე უსახლკაროს სტატუსი უნდა მიიღოს. შემდეგ მის საქმეს თბილისის მერიის  ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურში განიხილავენ და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics