|
2023-07-04 11:14:05, 624 ნახვა
საზოგადოება
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული სერვისი ამოქმედდა
ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ბავშვებისთვის, ხანგრძლივი მოვლის სპეციალიზებული სერვისი ამოქმედდა. სერვისი, მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების სოციალიზაციას შეუწყობს ხელს და მათი საჭიროებები სრულად იქნება დაკმაყოფილებული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განმარტებით სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი მძიმე და ღრმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის, რომლებიც მუდმივ ზრუნვას და სამედიცინო მომსახურებას საჭიროებენ, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მსგავსი სერვისის არსებობა. „სამედიცინო-სოციალური სახლი“, სადაც აღნიშნული სერვისი ხორციელდება, აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარით და ბავშვებს მომსახურებას სპეციალურად გადამზადებული პერსონალი აწვდის. სერვისის დაფინანსება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური პროგრამების ფარგლებში ხორციელდება. „ბავშვთა სოციალურ და სამედიცინო საჭიროებებზე ორიენტირებული ხანგრძლივი მოვლის სერვისის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში სპეციალიზებული სერვისის არსებობა, რომელიც ყველა საჭირო სამედიცინო სერვისს მოიცავს და სახელმწიფოს მიერ ფინანსდება. „სამედიცინო-სოციალური სახლი“, აღჭურვილია ყველა საჭირო სამედიცინო ინვენტარითა და ავეჯით, მომსახურე პერსონალი კი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად არის გადამზადებული“.- განაცხადა თამილა ბარკალაიამ მათივე ცნობით, „ბავშვთა ხანგრძლივი მოვლისა და პალიატიური მზრუნველობის სერვისების განვითარება საქართველოში“ პროექტის ფარგლებში პედიატრიულ კლინიკას 150 000 აშშ დოლარის ღირებულების სამედიცინო აღჭურვილობაც გადაეცა. სპეციალიზებული სერვისი ჟვანიას სახელობის პედიატრიულ კლინიკაში მოეწყო. სამედიცინო ინვენტარის გადაცემისა და სერვისის გახსნის ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამილა ბარკალაია, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში პეტრ მიკისკა და სახელმწიფო ზრუნვისა სააგენტოს დირექტორი მერი მაღლაფერიძე ესწრებოდნენ. პროექტი სამინისტროს ინიციატივით, ჩეხეთის რესპუბლიკის კარიტასისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით და ზრუნვის სააგენტოს აქტიური ჩართულობით განხორციელდა. პროექტის დასრულებით სახელმწიფომ, დაასრულა შშმ ბავშვთა დიდი ზომის პანსიონატების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი.
პუტინის უახლოეს თანამოაზრეებს შორის მისი ასაკის პირველი ადამიანი გარდაიცვალა - ივანოვი და საქართველო
საქართველოსთვის: კობახიძემ გაიფორმა თავი მოძალადე პრემიერად, ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას
პარლამენტის 2026 წლის საგაზაფხულო სესია ხელჩართული ჩხუბით დაიხურა
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)